მეექვსე აგრობაზარი სახელწოდებით „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართა. დედაენის ბაღში ფერმერებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან, წარმოადგინეს და გაყიდეს საკუთარი უნიკალურად ქართული აგრარული ნაწარმი. ღონისძიება ასევე მოიცავდა საახალწლო თემატიკის აქტივობებსა და ყველასთვის როგორც კარგად ნაცნობ, ასევე უცნობ საკვებ პროდუქტებს და სასმელებს. ფერმერთა ბაზრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ „სთოლთან“ პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
აგრობაზარში „უნიკალური ქართული გემო“ 50-ზე მეტმა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ამგვარად, მათ გამორჩეული წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილ ნაწარმს შორის რძისა და ხორცის პროდუქტები, ტკბილეული, ჩაი, თაფლი, ჯემები, საწებლები და სუნელები იყო. აგრობაზრის მონაწილეები ბაზრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის იმ პროექტების ბენეფიციარები არიან, რომლებიც ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების კოოპერაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, ღონისძიებაში ჩაერთვნენ ის ფერმერებიც, რომლებსაც UNIDO უწევს მხარდაჭერას.
ორ დღიანი ღონისძიების მსვლელობისას, გაყიდვებით შემოსუმა ჯამურმა თანხამ 135 000 ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ შედეგად, ბიზნესებთან პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება FAO-ს ბენეფიციარებსა და ჰორეკას, საცალო ვაჭრობისა და ექსპორტის სექტორებთან. ამასთანავე, მონაწილეები ერთმანეთთანაც აქტიურად ამყარებენ კავშირებს და იწყებენ თანამშრომლურ ინიციატივებს. ამასთან, აღსანიშნავია, „უნიკალური ქართული გემო“ სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზეც აკეთებს აქცენტს. ამჟამად, ისინი მონაწილეთა 58 პროცენტს წარმოადგენენ.
თემაზე "ბიზნეს პალიტრას" ეთერში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეროვნული ღირებულებათა ჯაჭვის ანალიტიკოსი გვანცა გედენიძე საუბრობს.