2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მლრდ 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი ხუთ მილიარდ 37 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 11 მლრდ 981 მლნ დოლარის ფარგლებშია.
საანგარიშო პერიოდში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 70% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.