ნეაპოლში მობილური ქურდობისთვის 23 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა იმ დროს, როდესაც მას ქალი უკან მისდევდა და საკუთარი მობილურის დაბრუნებას სთხოვდა.
გამოცემის თანახმად, პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.
მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს.