ტაილანდის საზღვაო ძალების განცხადებით, სამხედრო ხომალდის ჩაძირვის შედეგად, რომელზეც ეკიპაჟის 100 წევრი იმყოფებოდა, 31 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გემი ტაილანდის ყურეში შტორმის დროს ჩაიძირა.
ხელისუფლების განცხადებით, სამი საზღვაო ხომალდი და ვერტმფრენი გაიგზავნა დასახმარებლად და ეკიპაჟის 75 წევრის გადარჩენა მოხერხდა.
გავრცელებული ცნობებით, სამძებბრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ გადარჩენილების მოსაძებნად.
ამასთან მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების მოკვლევაც.