შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა გიორგი ჩალაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გიორგი ჩალაძე ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.