შეძლებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო პოზიციაზე შეჯერებას? - პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გრძელდება. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 8 კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კომპრომისი ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს და ახსენებენ მმართველ გუნდს რომ კომპრომისი უკუსვლას არ ნიშნავს. შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს უმრავლესობა. ომბუდსმენის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რაც დღეს პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.