ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
ფილმ „მარიას“ რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინი იქნება. მას უკვე აქვს ბიოგრაფიულ ფილმებზე მუშაობის გამოცდილება. პაბლო ლარაინის გადაღებულია ფილმები „ნერუდა“, „ჯეკი“ და „სპენსერი“.
ფილმში მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება. სცენარის ავტორი სტივენ ნაიტი („ალესილი კეპები“) იქნება, რომელიც ლარაინთან „ჯეკის“ და „სპენსერის“ გადაღების დროსაც თანამშრომლობდა.