პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში "მიკოლაივის" საფეხბურთო გუნდის წევრები ჩამოვიდნენ - Palitra News

პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში "მიკოლაივის" საფეხბურთო გუნდის წევრები ჩამოვიდნენ

2022-12-19 10:50:35+04:00

პარლამენტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში „მიკოლაივის” საფეხბურთო გუნდის წევრები ჩამოვიდნენ. 8-დან 16 წლამდე მოზარდები საქართველოში 29 დეკემბრამდე დარჩებიან. ისინი მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ, გასართობ, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღებენ.