ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო დელეგაცია, ე.წ თავმჯდომარის ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩავიდა. ისინი მონაწილეობას ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მიიღებენ. სესია დღეს გაიმართება.