ჩრდილოეთ ერაყში აფეთქების შედეგად სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა. თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან, დედაქალაქ ბაღდადიდან დაახლოებით 290 კილომეტრში, მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო. აფეთქებას მოჰყვა პირდაპირი თავდასხმა იარაღით.
ერაყის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი, დაარჩენებს კი სამართალდამცველები ეძებენ.