ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულება მთავარია, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ ერთი დაუზიანებელი კედელიც არ დარჩეს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულება მთავარია, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ ერთი დაუზიანებელი კედელიც არ დარჩეს

2022-12-19 09:07:28+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ახლა ბახმუტის მიამრთულება ყველაზე მთავარია. მისი თქმით, ქალაქის შესანრჩუნება ხერხდება, თუმცა ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქ ერთი დაუზიანებელი კედელიც კი არ დარჩეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოწინააღმდეგის პოტენციალს თანდათან ამცირებენ. მანვე კიდევ ერთხელ დასძინა, რომ აგრესიის დასრულებისთვის საჰაერო თავდაცვაა საჭირო.