ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს. პროექტის ,,თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი- სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.