კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, გეიმ დეველოპერული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო გეიმდეველოპერებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში მედიალაბსა და მედიააკადემიაში სტარტაპერებთან ექსპერტები მუშაობდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ჩატარდა მასტერკლასები და მოეწყო ნამუშევრების გამოფენა. სტარტაპერებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციური ინვესტორებისთვის საკუთარი სტარტაპები წარედგინათ.