ძლიერი ხანძარი ბათუმში - რესტორან "ვოქსში" კვების ობიექტის 2 სართული დამწვარია - Palitra News

ძლიერი ხანძარი ბათუმში - რესტორან "ვოქსში" კვების ობიექტის 2 სართული დამწვარია

2022-12-19 09:02:13+04:00

ძლიერი ხანძარი ბათუმში. რესტორან "ვოქსში" - მთლიანად განადგურებულია კვების ობიექტის 2 სართული. არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.ძლიერი ხანძრის შედეგად, კორპუსიდან ალმოკიდებული კონსტრუქციები ცვიოდა, რის გამოც სასტუმრომდე მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა; უსაფრთხოების მიზნით გათიშეს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. შენობიდან საჭირო გახდა 250-მდე ოჯახის ევაკუაცია. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტორანი არ მუშაობდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.