შვედეთი შესაძლოა, კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა გახდეს, რომლემაც ფეიერვერკების კერძო პირებზე გაყიდვა აკრძალოს, რადგან მათი აფეთქების ხმა ცხოველებს აშინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. შესაბამისი ინიციატვით ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციები გამოვიდნენ. კვლევამ, რომელსაც აქტივისტები ეყრდნობიან, დაადგინა, რომ ფეიერვერკის აფეთქებიდან 6 კილომეტრის რადიუსში ფრინველები სერიოზული დაზიანებისა და პანიკის რისკის ქვეშ არიან.ამასთან, აფეთქებები შინაურ და სხვა გარეულ ცხოველებში ძლიერ სტრესს იწვევს. უფლებადამცველები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ფეიერვერკი, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფით, გარემოსაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. აქტივისტები ამჟამად ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ინიციატივა შვედეთის მთავრობას წარუდგინონ.