ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.
ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს".
გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.