“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვა სიმბოლური ხასიათისაა, რადგან სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა, ივანიშვილის ნებით და ქმედებებითაა გამოწვეული. მათივე განმარტებით, უწყვეტი აქციები დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება.