ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვია დეპორტირებული - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვია დეპორტირებული

2022-12-18 15:40:20+04:00

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვების დიდი პროცენტი დეპორტირებულია. ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ მათი შვილების რუსეთში „რეკრეაციულ ცენტრებში“ წაყვანით.

"რა იყო ეს - დეპორტაცია, მძევლები? - ეს არის ტერორიზმი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევა ბევრია.