ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა მოისმინეს სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციები 2022 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მედიისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მსგავსი მედია სემინარების ჩატარებას.