"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ნაწილი, მეოთხე დღეა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს. პარტიის წევრები პროტესტის უკიდურესი ფორმის გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ნაწილი პროტესტის ამ ფორმას არ ემხრობა, მიაჩნიათ, რომ ეს დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა რომელსაც პატივი უნდა სცენ. როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, საერთო მიზნის მისაღწევად ყველა გზას გამოიყენებენ, მათ შორის მზად არიან საჭიროების შემთხვევაში მანდატებიც დატოვონ.