The Wall Street Journal - უკრაინაში ომის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა დაავალა - Palitra News

The Wall Street Journal - უკრაინაში ომის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა დაავალა

2022-12-17 19:57:33+04:00

უკრაინაში ომის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა დაავალა.

ამ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კადიროვის რაზმი უკრაინის ტერიტორიაზე, ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდა. მათივე ინფორმაციით, მას დაგეგმილი ჰქონდა კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და ზელენსკის ლიკვიდაცია.

ოფიციალური კიევის განცხადებას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო აღნიშნული ინფორმაცია და მას „სრული სიცრუე“ უწოდა.