გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. შოლცის თქმით, მას კვლავ სურს კრემლთან კომუნიკაციის არხი ღია იყოს, მიუხედავად წარმატების არც თუ ისე დიდი პერსპექტივისა. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას ასე გაგრძელება არ შეუძლია. კრემლის ლიდერმა უნდა შეაჩეროს ომი, გაიყვანოს ჯარები და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა.