ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას დამატებითი 38 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება გაუგზავნოს - პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველზე, ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით ავრცელებს. სალივანის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინას მიაწოდოს ყველა საშუალება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ მიზნით კონგრესს გაეგზავნა თხოვნა, უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.