„ოქროს გლობუსი“ 2023-ის ნომინანტები დასახელდნენ - Palitra News

„ოქროს გლობუსი“ 2023-ის ნომინანტები დასახელდნენ

2022-12-17 17:42:03+04:00

რამდენიმე საათის, წინ „ოქროს გლობუსის“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტები დასახელდნენ.

„საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში“ „ავატარი: წყლის გზა“, ელვისი, The Fabelmans, Tar და „საუკეთესო მსროლელი, მავერიკი“ არიან წარდგენილნი. „ქალის საუკეთესო როლისთვის“ ერთმანეთს კონკურენციას ქეით ბლანშეტი, ოლივია კოლმანი, ვაიოლა დევისი, ანა დე არმასი და მიშელ უილიამსი გაუწევენ, ხოლო „კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ ტიტულისთვის ოსტინ ბატლერი, ბრენდან ფრეიზერი, ჰიუ ჯეკმანი, ბილ ნაი და ჯერემი პოპი იბრძოლებენ. რიგით მე-80 დაჯილდოება 11 იანვარს გაიმართება.

მანამდე შეგიძლიათ 2022 წლის გამარჯვებულების სიას გადაავლოთ თვალი.

„ოქროს გლობუსი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

საუკეთესო მხატვრული ფილმი

ავატარი: წყლის გზა

ელვისი

The Fabelmans

Tar

საუკეთესო მსროლელი, მავერიკი

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში

ქეით ბლანშეტი, Tar

ოლივია კოლმანი, Empire of Light

ვაიოლა დევისი, „ქალი მეფე“

ანა დე არმასი, „ქერათმიანი“

მიშელ უილიამსი, The Fabelmans

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში

ოსტინ ბატლერი, „ელვისი“

ბრენდან ფრეიზერი, „ვეშაპი“

ჰიუ ჯეკმანი, „შვილი“

ბილ ნაი, Living

ჯერემი პოპი, The Inspection

საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი

ბაბილონი

The Banshees of Inisherin

Everything Everywhere All at Once

Glass Onion: A Knives Out Mystery

სევდის სამკუთხედი