სტანსტენდის, ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.
ლონდონში, შოტლანდიაში, და ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამინდის ყვითელი განგაშის რეჟიმია გამოცხადებული.
მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებულია მატარებლების გადაადგილება, რთული ვითარებაა ავტომაგისტრალებზეც.