უამინდობის გამო ლონდონის აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო - Palitra News

უამინდობის გამო ლონდონის აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

2022-12-17 17:39:47+04:00

სტანსტენდის, ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.

ლონდონში, შოტლანდიაში, და ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამინდის ყვითელი განგაშის რეჟიმია გამოცხადებული.

მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებულია მატარებლების გადაადგილება, რთული ვითარებაა ავტომაგისტრალებზეც.