ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" ჩართული სამხედრო ნაწილების გაერთიანებულ შტაბს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. პესკოვის თქმით, პარასკევს პუტინმა მთელი დღე გაატარა იქ, გაეცნო შტაბის მუშაობას, მოისმინა ანგარიში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ და ასევე გამართა შეხვედრები მეთაურებთან. რუსული ტელეარხებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შეხვედრებს თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვიც დაესწრნენ.