კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დაზიანების შემდეგ კიევში, მეტრომ მუშაობა განაახლა. მისი თქმით, ამ დროისთვის დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე აქვს გათბობა და ამჟამად მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენაზე მიმდინარეობს, რომელიც მხოლოდ 2/3-ით არის აღდგენილი. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გუშინ უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და გათბობის გარეშე დარჩა. მუშაობა შეაჩერა კიევის მეტრომაც, რომელიც დაბომბვის დროს მოქალაქეების თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა.