შიმშილობის მესამე დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მოშიმშილეთა მდგომარეობა სტაბილურია. მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი ყოველდღიურად გაგრძელდება. დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, დღეიდან პარლამენტის ფრაქციის ოთახში აგრძელებენ. ისინი დღეს ოპოზიციის ლიდერებმა მოინახულეს. ამბობენ, რომ კოლეგების მოთხოვნას იზიარებენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ. დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და აბდულა ისმაილოვი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საზღვარგარეთ სამკურნალოდ, დაუყოვნებლივ გადაიყვანას ითხოვენ.