საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში მის სანახავად მისულ გული ალასანიას მოსაცდელში ალოდინებენ და ამცირებენ.
სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს თავად გიული ალასანიამ წაუკითხა.
„ყოველ ჯერზე, საკვების შემოტანისას, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, გიული ალასანიას ამცირებენ, საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, რატომ გამოვდივარ წყობილებიდან. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ საერთოდ დედები გყავთ? გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ “ბარბარობის“ აღსანიშნავად იმით კმაყოფილი, რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანობის ნატამალი აღმოაჩინოთ“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.