ევროკავშირი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რეპორტიორების დაბლოკვის გამო, მილიარდერ ილონ მასკისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.
ევროკომისარ ვერა იუროვას განცხადებით, ილონ მასკის გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევას და მან უნდა იცოდეს, რომ არსებობის „წითელი ხაზები“, რომელთა მიღმაც სანქციებია.
ევროკავშირის პოზიციას ეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც და აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება „სათამაშო არ არის“.
ცნობისთვის, სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, CNN-ისა და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები მას შემდეგ დაბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.