ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა- აღნიშნული ბრალდებებით პერუს ყოფილი პრეზიდენტი წინასწარ პატიმრობაში 18 თვით დარჩება. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. თუმცა პედრო კასტილიო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავს კვლავაც ქვეყნის პრეზიდენტად მიიჩნევს. პერუს რამდენიმე დღეა, ახალი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც წინ რთული ამოცანა- ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა აქვს შესასრულებელი. უფრო დეტალურად პერუში მიმდინრე აქციებისა და მოვლენების შესახებ.