ნიკა მელია - ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე - Palitra News

ნიკა მელია - ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე

2022-12-16 20:32:59+04:00

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელია განცხადებით ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი დადასტურება, იმისა რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე. ნიკა მელიას თქმით, ჰააგის სასამართლომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ.