ვივა მედის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით უფლებადამცველს ეჭვი აქვს, რომ პენიტენციური სამსახური ხმასაც იწერდა, რისი უფლებაც არ აქვთ. ამასთან, ადვოკატის თქმით ერთ-ერთი ეპიზოდი მობილურითაა გადაღებული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტო ხელისუფლებას პირდაპირ მიმართავს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი სასჯელისგან გათავისუფლდეს. როგორია ხელისუფლების პასუხი, რას ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურში შეტანილ საჩივარში და რა პოზიცია აქვს თავად მსჯავრდებულ პრეზიდენტს.