პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი - დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოში რატი ბრეგაძის მისვლას აპროტესტებდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იუსტიციის მინისტრი კრემლის ინსტრუქციის ამსრულებელია და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებასა და მოწამვლაში იღებს მონაწილეობას.