აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - Palitra News

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

2022-12-16 16:44:08+04:00

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ბუავას თქმით, მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისივე თქმით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის.