პარლამენტმა "ადგილობრივ თვითმმართველობის" კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ცვლილებებით, იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამ თვეში ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრება, მერს კი ვადაზე ადრე უფლებამოსილება აღარ შეუწყდება.