უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია - Palitra News

უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია

2022-12-16 15:28:41+04:00

უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.

კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა კრივოი-როგში, რომლის შედეგადაც საცხოვრბეული კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი - დაშავდა. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.