რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უკრაინასთან ომში „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ დაასახელა და განაცხადა, რომ ამ სიაში შედის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები და ქარხნები.
"რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში ესენია: მტრის ნებისმიერი ჯარი (კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები), რომლებიც ოფიციალურად არ არის გაყვანილი მისი შეიარაღებული ძალებიდან; მტრის ნებისმიერი სამხედრო და დამხმარე ტექნიკა; სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო მიზნების მიღწევას -ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები და სახელოსნოები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ასრულებს სამხედრო შეკვეთებს და ა.შ; მტრის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა,“- განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით სამიზნეა ასევე, სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ,,მტრის ქვეყნის“ მოკავშირეები არიან.