პარლამენტში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა იუსტიციის მინისტრის გამოსვლამდე ბანერები გაშალეს და რატი ბრეგაძეს მკვლელი უწოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრი ანი წითლიძეს კი მანდატურის სამსახურმა დარბაზი დაატოვებინა.