პლენარული სხდომა, რომელზეც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაურით დაიწყო - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს - Palitra News

პლენარული სხდომა, რომელზეც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაურით დაიწყო - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

2022-12-16 15:07:49+04:00

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა იუსტიციის მინისტრის გამოსვლამდე ბანერები გაშალეს და რატი ბრეგაძეს მკვლელი უწოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრი ანი წითლიძეს კი მანდატურის სამსახურმა დარბაზი დაატოვებინა.