საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა თემით - „დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა და დისტრიბუცია“.
საცობების გამო, რომელიც ქალაქშია შექმნილი, ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა ინიციატივა, რომ სადისტრიბუციო მანქანებს მხოლოდ ღამის საათებში ევლოთ. თუმცა ამ ეტაპზე ღამის საათებში დაშვება აღარ განიხილება და საუბარია იმის თაობაზე, რომ დღის განმავლობაში, კონკრეტული საათები განისაზღვროს, რომლის დროსაც სადისტრიბუციო მანქანები იმოძრავებენ.
როგორია დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა და რა პრობლემები ექმნებათ სადისტრიბუციო მანქანებს დედაქალაქში მოძრაობისას - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია