„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში პლაკატებით მივიდა, რომლებზეც კლინიკაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრებია დაბეჭდილი.
ხაბეიშვილის თქმით, მას იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან კითხვები აქვს და პარლამენტში სააკაშვილის ფოტოები იმიტომ მიიტანა, რომ პლენარულ სხდომაზე მას აჩვენოს, „რა მდგომარეობაშია პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი“.
თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები ხაბეიშვილს შენობაში პლაკატებით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, მას შესვლის ნება დართეს.
„მნიშვნელოვანია [რატი ბრეგაძემ] ნახოს ტრიბუნიდან, რომ ის არის მკვლელი და თანამონაწილე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში, დღეს, 16 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მივა. ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.
მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.