საფრანგეთში, ლიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ხანძარი დაახლოებით დილის სამ საათზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი შვიდსართულიან კორპუსში გაჩნდა. ოთხი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან დაშავდა ათი ადამიანი, მათგან ორი მეხანძრე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.