ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს. ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო.