Japan Times-ის ინფორმაციით, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოჰეის განაცხადი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მწვრთნელთა ტრენინგ პროგრამაზე შეაქვს და იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ისწავლის.
ონომ ოქროს მედლები 2016 (რიო დე ჟანეირო) და 2020 (ტოკიო) წლის ოლიმპიადებზე მოიპოვა. სამშობლოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე -73 კგ კატეგორიის ფინალში შოჰეიმ ლაშა შავდათუაშვილი 'ოქროს ქულით' დაამარცხა. ოლიმპიური ოქროების გარდა ონოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 3-ჯერ აქვს მოპოვებული.
2020 წლის შემდეგ შოჰეი თავის წონაში (-73) აღარ გამოსულა, რის მიზეზადაც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ონოს 2014 წლის შემდეგ საერთაშორისო შეჯიბრებებში არ წაუგია