ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 2023 წლის 18 მარტს, UFC 286-ზე იჩხუბებს. ბრძოლა ლონდონში გაიმართება და დოლიძის მეტოქე რეიტინგის მეოთხე ნომერი მარვინ ვეტორი იქნება. მხარეებმა დეტალები უნდა დააზუსტონ და ჩხუბიც გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა საშუალო წონის რეიტინგის მე-8 ადგილოსან ჯეკ ჰერმანსონთან 4 დეკემბერს გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში დააფინიშა.
რაც შეეხება, 29 წლის ვეტორის მას კარიერაში 18 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი აქვს. იტალიელმა ბოლოს რობერტ უაიტაკერთან იჩხუბა და დამარცხდა. ჰერმანსონთან მოგების შემდეგ, დოლიძემ წონის რეიტინგში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, UFC-ს სურს, რომ ლონდონში ქომაგს სანახაობრივი ბრძოლა ანახოს.