სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. საქმეზე ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. ისინი ჯგუფურ თაღლითობაში არიან დამნაშავეები. ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდათ, თუმცა ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან გათავისუფლდნენ.