სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის მორიგი შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, სავარაუდოდ დღეს შედგება. ამ ეტაპზე უცნობია შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო კანდიდატზე შეჯერებას. სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.