პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდებასან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება დააცხადებს, რომ რუსეთი ვერ უკარნახებს შეერთებულ შტატებს რა სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს უკრაინას.
რაიდერმა აღნიშნა, რომ ირონიას იწვევს, როცა რუსეთი, რომელიც თავს დაესხა თავის მეზობელს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობასდაუკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, იყენებს სიტყვა პროვოკაციას იმ სისტემების ასაღწერად, რომელთა დანიშნულება სიცოცხლის გადარჩენაა.
“რუსეთს არ მივცემთ საშუალებას გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ,” - აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი და შეუძლია უკრაინიდან ჯარების გაყვანა, რითაც შეაჩერებს ომს.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებით, თუ შეერთებული შტატები კიევში „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, ეს იქნება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელმაც, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.